15:48 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილის საქმე: ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ

ბაჩალიაშვილის საქმე: ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ

ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართულები ამ საქმეში, დროულად მოითხოვონ ის მონაცემები, რაც არის წაშლილი ლეპტოპიდან, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი სურვილია დანაშაულის გადაკვალიფიცირება, მოგეხსენებათ სხვა მუხლითაა აღძრული საქმე, ბევრი კითხვის ნიშნებია. ველოდებით, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღემდე არ მოსულა. დრო რომ არ გაწელილიყო და გაჭიანურებულიყო, ჩვენ უარი ვთქვით 14 სექტემბრისთვის უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლაზე. ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართულები ამ საქმეში, დროულად მოითხოვონ ის მონაცემები, რაც არის წაშლილი ლეპტოპიდან, ასევე ის ინფორმაციაც, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც გაიყვანა თამუნა სახლიდან და ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +