00:45 | 2020-07-29 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გახსნეს – ადვოკატის პირველი კომენტარი

ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გახსნეს – ადვოკატის პირველი კომენტარი

გამომძიებლებმა 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ლეპტოპი გახსნეს და ამ წუთებში მისი სკანირება მიმდინარეობს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ინტერესების დამცველმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

 

სამხარაულის ბიურომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა
2020-07-28სამხარაულის ბიურომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა

 

როგორც რამიშვილმა განგვიმარტა, მისი თანდასწრებით გაიხსნა ლეპტოპი, სკანირების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია ჯერ გამოძიებას შემდეგ კი მას გადაეცემა.

„მიმდინარეობს ექსპერტიზა და სკანირება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, ლეპტოპის გახსნას ჩემთან ერთად პროკურორი და ექსპერტები ესწრებოდნენ. სკანირების დასრულების შემდეგ, ინფორმაცია გადაეცემა გამოძიებას და ამის შემდეგ გავეცნობი მეც“, – გვითხრა მიხეილ რამიშვილმა. 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X