fbpx
16:35 | 2020-08-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, პროკურორის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, პროკურორის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

 

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.

 

დღეს, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურორი აბულინგებდა და ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა – რატომ არის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

 

საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ... ძალიან ბევრი პერსონა შეიძლება გამოჩნდეს - ბაჩალიაშვილის ადვოკატი შსს-ს დატოვების შემდეგ
2020-08-12საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ... ძალიან ბევრი პერსონა შეიძლება გამოჩნდეს - ბაჩალიაშვილის ადვოკატი შსს-ს დატოვების შემდეგ

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X