fbpx
09:54 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილის დედა: დეა კაპანაძემ, სავარაუდოდ იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა

ბაჩალიაშვილის დედა: დეა კაპანაძემ, სავარაუდოდ იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ მისი შვილის უახლოესი მეგობარი დეა კაპანაძე რაღაცას მალავს.

 

თამაზაშვილის თქმით, კაპანაძემ, სავარაუდოდ იცის იმ პიროვნების ვინაობა, ვინც თამარი სახლიდან გაიტყუა.

 

ამ დრომდე ბაჩალიაშვილის დედა ამბობდა, რომ დეა კაპანაძეს ენდობა, რადგან მას თამართან უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა, თუმცა ახლა თეონა თამაზაშვილმა აზრი შეიცვალა და ირწმუნება, რომ მისი შვილის მეგობარი სიმართლეს არ ამბობს.

 

გვარამია ბაჩალიაშვილის დედას: საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ
2020-08-10გვარამია ბაჩალიაშვილის დედას: საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, რომ სიმართლის დადგენა გინდათ

 

„მე მაინტერესებდა თამარის მოსაძებნად რომ წავედით, საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა. თურმე, სიბნელის ეშინია გარკვეულ ლოკაციაზე. უბანში და ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში რატომღაც ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ძმაც იქ იყო.

 

შეიძლება მარტო შეგეშინდეს წასვლა, მაგრამ დედასთან და ძმასთან ერთად რატომ? ამ ვერსიის არ გვჯერა. ალბათ, რაღაც იცის და ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტის შესახებ რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X