23:50 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს – ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე ფურცხვანიძეზე

ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს – ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძე ფურცხვანიძეზე

ადვოკატ მიხეილ რამიშვილისა და დავით ფურცხვანიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი ემზარ საბანაძე ეხმაურება.

 

მისი შეფასებით, მავანს ბაჩალიაშვილების ოჯახის გამოყენება ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

 

„ბატონი ფურცხვანიძე და არა მარტო ის, ბაჩალიაშვილის ოჯახს ძალიან ცუდად და ანტისახელმწიფოებრივად იყენებს. კერძოდ, მისი ინტერესია, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის ჩამოყალიბება და დესტაბილიზაცია.

 

ამ ადამიანმა თქვა, რომ მას ჯერ ადვოკატი დაუკავშირდა და მასთან გასაუბრების შემდეგ მისცა გარანტია, რომ აღნიშნული ფოტომასალა არის ავთენტური. თუმცა, შემდგომში ირკვევა, რომ გაყალბებულია.

 

ცნობილ რესტორანში სისხლიანი დაპირისპირებისას 20 წლის ბიჭი დაჭრეს - დეტალები
2020-09-21ცნობილ რესტორანში სისხლიანი დაპირისპირებისას 20 წლის ბიჭი დაჭრეს - დეტალები

 

აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ „მთავარმა არხმა“ გამოაცხადა – ეს ინფორმაცია ჩვენ დავით ფურცხვანიძისგან მიღებული გვქონდა და რადგან ვიცნობდით ამ ადამიანს, მის წარსულს და რომ შევატყვეთ, ეს ფოტოსურათები გაყალბებული იყო, ამიტომაც არ გავაჟღერეთ აღნიშნული ინფორმაციაო.

 

მაქვს კითხვა: როგორც ვიცი, ბატონი მიხეილ რამიშვილი „მთავარ არხთან“ თანამშომლობს და მას რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული ინფორმაცია, რათა ჩემი კოლეგა არ შესულიყო შეცდომაში და არ გაეკეთებინა ის განცხადებები, რაც შემდგომში გააკეთა?

 

დავით ფურცხვანიძე რატომღაც ყოველთვის საუბრობს ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც ეხება საქართველოს და ამიერკავკასიის საკითხებს. ჩემი აზრით, მავანს უნდოდა, ბაჩალიაშვილების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის გამოყენება და არ გამოუვიდა“, – განაცხადა საბანაძემ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები