15:08 | 2021-10-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბაბუის მიერ მოზარდის გაუპატიურების საქმეში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩაერთვნენ

ბაბუის მიერ მოზარდის გაუპატიურების საქმეში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩაერთვნენ

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ბაბუის მიერ შვილიშვილის გაუპატიურების საქმეში სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ჩაერთვნენ.

 

არასრულწლოვანის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზრუნვის სააგენტო მუშაობს.

 

„არასრულწლოვანზე მზრუნველობას ახორციელებს ბიოლოგიური ოჯახი. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, შსს-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ზრუნვის სააგენტო ჩართულია მყისიერად, გარდა საპროცესო წარმომადგენლობისა, შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით, არასრულწლოვნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მუშაობს სააგენტოს სოციალური მუშაკი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის სტაბილურობისთვის პროცესში ფსიქოლოგიც ჩაერთო“, – წერია განცხადებაში.

 

სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი უკვე დააკავეს. ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე სექსუალურად ხშირად ძალადობდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X