23:10 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

ბაბუის მიერ არასრულწლოვანი შვილიშვილის შესაძლო გაუპატიურების შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება

ბაბუის მიერ არასრულწლოვანი შვილიშვილის შესაძლო გაუპატიურების შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ბაბუის მიერ არასრულწლოვანი შვილიშვილის შესაძლო გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგი შემთხვევის მართვის კუთხით ჩართულები არიან და მოზარდს ყველა შესაბამისი სერვისი მიეწოდება.

 

“დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, არასრულწლოვანი პირის მიმართ, შესაძლო სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით, მათ შორის ბავშვის ოჯახის თხოვნით, სააგენტო საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მედიას მიმართავს თხოვნით, გაშუქებისას გაითვალისწინოს ისეთი საკითხები როგორიცაა: პერსონალური ინფორმაცია, კონფიდენციალურობის საკითხები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რეტრავმატიზაციის საკითხი, რათა არასრულწლოვანს არ მიადგეს ზიანი.

 

სააგენტო თავისი მანდატით ჩართულია და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.” – აღნიშნულია განცხდებაში.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X