19:11 | 2020-03-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბაბუა და შვილიშვილი იზოლაციის პირობებში „Queen“-ის ცნობილ სიმღერას ასრულებენ (ირლანდია)

ბაბუა და შვილიშვილი იზოლაციის პირობებში  „Queen“-ის ცნობილ სიმღერას ასრულებენ (ირლანდია)

კორონავირუსის გამო უამრავი ადამიანი თვითიზოლაციაში აღმოჩნდა. ზოგიერთ ოჯახის წევრს ერთმანეთის ნახვაც კი არ შეუძლიათ.

 

სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ირლანდიელი ბაბუისა და შვილიშვილის ვიდეო ვრცელდება, სადაც ისინი დისტანციურად, ონლაინ Queen-ის სიმღერას, „I Want To Break Free“-ს ასრულებენ. მოგვიანებით ამის შესახბე უცხოურმა მედიამაც დაწერა.

 

მათ ვიდეოს ბავშვის დედა უღებს. მას შემდეგ, რაც ვიდეო 31 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, იგი ვირუსულად გავრცელდა.

 

„ეს არის საუკეთესო რამ, რაც მე მინახავს მთელი კვირის განმავლობაში”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

ამ დროსითვის ირლანდიაში კორონავირუსით 1125 ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 6.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X