20:20 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ იტალიიდან და ირანიდან ჩასულები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

 

აზერბაიჯანში სულ კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: Prime Time


X