23:21 | 2020-03-23 ავტორი: ანეტი მიქელაძე

აზერბაიჯანმა კარანტინი გამოაცხადა

აზერბაიჯანმა კარანტინი გამოაცხადა

23 მარტს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა სხდომა, რომლის შემდეგაც გადაწყდა, რომ ქვეყანაში 24 მარტიდან 20 აპრილამდე კარანტინის განსაკუთრებული რეჟიმი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო APA ავრცელებს.

 

ამ პერიოდში, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს ეკრძალებათ საკუთარი სახლის დატოვება. იზღუდება ბაქოში, სუმჰაიტსა და აბშერონში ავტომობილების გადაადგილება. ასევე წყდება ყველა საჰაერო მიმოსვლა, გარდა ჩარტერული რეისებისა, რომლებმაც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა ჩაიყვანოს სამშობლოში.

 

აიკრძალება ქუჩებში, პარკებსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

 

ცნობისთვის, საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მთავრობამ 13 მარტს მიიღო. დღეს აზერბაიჯანის ოპერატიულ შტაბში გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება 20 აპრილამდე გახანგრძლივდება. 

 

 

ამავე თემაზე ნახეთ:

 

რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა
2020-03-21რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X