17:55 | 2020-02-27 ავტორი: Prime Time

აზერბაიჯანის ოთხ მოქალაქე ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ შემოუშვეს

ოთხ აზერბაიჯანელ მოქალაქეს, ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ოთხივე მგზავრი ირანიდან მოდიოდა და ტემპერატურა აღენიშნებოდა.

 

აზერბაიჯანის ოთხივე მოქალაქე მოდიოდა ირანიდან. თერმოსკრინინგის შედეგად დადგინდა, რომ ოთხივეს ჰქონდა ტემპერატურა და არცერთს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა არ მიეცა- განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსული მგზავრების შემოწმება მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩინეთში ახალი კორონავისრუსი დაფიქსირდა და საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეთა შესვლა- გასვლა, კონტროლის ქვეშ მოექცა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი