21:24 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გზიდან კაბრიოლეტი გადავარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გზიდან კაბრიოლეტი გადავარდა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა.

 

როგორც თვითმხილველი ამბობს, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი კაბრიოლეტის მარკის ავტომანქანის მძღოლი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 

შემთხვევას მოჰყვა თუ არა მსხვერპლი, ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც შემთხვევის ადგილას გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, იქ მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმეს 276-ე მხულის მე-2 ნაწილით აღიძრა.

 

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +