fbpx
11:37 | 2020-04-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ავტომობილში მძღოლის გვერდით ვერ დაჯდები! – მიზეზს ამირან გამყრელიძე განმარტავს

ავტომობილში მძღოლის გვერდით ვერ დაჯდები! – მიზეზს ამირან გამყრელიძე განმარტავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ამასთან,  ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მათგან ერთ-ერთი მძღოლია.

 

მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა იკრძალება.

 

ამ აკრძალვის მიზეზებს „პრაიმტაიმთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:

 

„მგზავრის ჯდომა წინ მომატებული საფრთხეა მძღოლისთვის. შეიძლება დაუჯდეს ვინმე ინფიცირებული და ამიტომ არ შეიძლება. მეორე მხრივ, ხომ შეიძლება მძღოლი იყოს ინფიცირებული. უფრო მეტად ეს რეკომენდაცია მძღოლისთვის იქნა გაცემული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის:

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

  ამავე თემაზე:

როგორ უნდა გადაადგილდეთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში 2-ზე მეტი ბავშვია
2020-03-31როგორ უნდა გადაადგილდეთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში 2-ზე მეტი ბავშვია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X