00:35 | 2021-05-30 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ავტომობილის მძღოლი მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც ორ მანქანას დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

ავტომობილის მძღოლი მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც ორ მანქანას დაეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველები ავარიის შესახებ უყვებიან. მათი თქმით, “ბე-ემ-ვეს” მარკის მსუბუქ ავტომობილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მისდევდა, მძღოლი სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა, რა დროსაც ორ ავტომობილს შეეჯახა – ამ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. 

 

როგორც გამოცემა წერს, დამალვის მიზნით მძღოლი შარტავას გამზირის შიდა ქუჩაზე შევიდა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილებს, ჯერ “ოპელის”, შემდეგ “ფორდის” სატვირთოს და ბოლოს “მიცუბიშის” მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

 

ავარიის შემდეგ “ბე-ემ-ვეს” მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თვითმხილველები ჰყვებიან რომ ქუჩაზე ხალხი სეირნობდა და ბავშვები თამაშობდნენ რა დროსაც ავტომობილი დიდი სისწრაფით შემოვარდა.

 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X