14:54 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს პუტინთან ცეკვა დაუფასდა – ნახეთ, სად დანიშნეს ის

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს პუტინთან ცეკვა დაუფასდა – ნახეთ, სად დანიშნეს ის

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი კარინ კნაისლი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანიის პრესსასამხური ავრცელებს.

 

„კომპანიის აქციონერებმა დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. კარინ კნაისლის გარდა, საბჭოს წევრები გახდნენ Qatar Investments Authority-ის, Nord Stream 2 AG BP-ის და Russian Investments Limited-ის წარმომადგენლებიც.

 

განათლებით ევროპათმცოდნე კარენ კნაისლი ე.წ კადრის დიპლომატია. მას 2017 წელს სებასტიან კურტის პირველ კაბინეტში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ის მთავრობაში ავსტრიის თავისუფლების პარტიის კვოტით იყო წარდგენილი. დიდი პოლიტიკური სკანდალისა და პარტიის მიერ მთავრობის დატოვების შემდეგ, კნაისლი დროებითი კაბინეტის შემადგენლობაში დარჩა, თუმცა ის ახალ შემადგენლობაში აღარ აურჩევიათ.

 

კნაისლის საქმიანობა კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როცა მან 2018 წელს ფინანსისტ ვოლფგანგ მაილინგერზე იქორწინა და ამ ქორწილს ვლადიმერ პუტინი დაესწრო. რუსეთის პრეზიდენტმა ახალდაქორწინებულებს მხატვრული ტილო და რუსული „სამოვარი“ აჩუქა. ქორწილში ასევე ყუბანის კაზაკთა გუნდმა იმღერა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გუნდის გამოსვლა სახელმწიფოს სახსრებიდან იყო დაფინანსებული.

 

ქორწილი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ პუტინმა მინისტრ პატარძალთან იცეკვა.

 

ავტორი: Prime Time

X