19:12 | 2021-07-31 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

 

ქალს მეგობრები მეორე დღეა ეძებდნენ. არსებული ინდორმაციით, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

 

მეგობრის თქმით, ბოლოს, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკნენ, მას თავს ესხმოდნენ, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. მას პოლიცია და მოხალისეები ეძებდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X

error: Content is protected !!