fbpx
01:54 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

ავარიის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

ავარიის ფაქტზე, რომელსაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია
2020-11-04ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა.

 

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X