fbpx
00:15 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია

ავარიის დროს დაღუპული 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა სასულიერო პირის შვილია, რომელიც ამავე სოფელში მსახურობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა თავის დასთან ერთად მოპედს მართავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

12 წლის გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მისი და კი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება დედაქალაქში უტარდება, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

 

შსს-ს ინფორმაციით ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებული და დაკავებულია. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X