23:51 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

ავარიას ზუგდიდი-მესტიის გზაზე მსხვერპლი მოყვა, არიან დაშავებულები

ავარიას ზუგდიდი-მესტიის გზაზე მსხვერპლი მოყვა, არიან დაშავებულები

ზუგდიდი-მესტიის გზაზე მანქანა ხეს დაეჯახა და გზიდან გადავარდა გარდაიცვალა ერთი, დაშავდა სამი. ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ზედა ეწერთან, მესტიის სოფელ ხაიშიდან ზუგდიდისკენ მიმავალი “ოპელის”მარკის ავტომობილი, რომლითაც ოთხი ახალგაზრდა მგზავრობდა, ხეს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.
ავარიის შედეგად ხაიშის მკვიდრი 22 წლის გ. კ. ადგილზე გარდაიცვალა.
ნ. დავითიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ასევე, გ. და რ.ჭკადუებიც საავადმყოფოში მოათავსეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლებმა.
ავტორი: თეა შონია 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X