17:32 | 2020-06-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ტრაგედია ქუთაისში – 24 წლის გოგოს მანქანა შეყვარებულის თვალწინ დაეჯახა

ტრაგედია ქუთაისში – 24 წლის გოგოს მანქანა შეყვარებულის თვალწინ დაეჯახა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შედეგად 24 წლის გოგო, ანი გიორგაძე გარდაიცვალა.

 

როგორც გარდაცვლილის მეგობრებისგან ირკვევა, გოგონას ავტომობილი საქმროს თვალწინ დაეჯახა. ასევე ამბობენ, რომ წყვილს ნიშნობა რამდენიმე დღეში უნდა ჰქონოდა.

Ani Giorgadze-ს ფოტო.

Ani Giorgadze-ს ფოტო.

Ani Giorgadze-ს ფოტო.

არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია, გოგონა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარრვევა, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X

error: Content is protected !!