fbpx
15:17 | 2020-04-30 ავტორი: Prime Time

აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს

აუცილებლად მიმართეთ ექიმს – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს

„დილის მონაცემებით გვაქვს 22 ახალი შემთხვევა და ყველას წყარო ცნობილია“ – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„15 შემთხვევა დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან. სხვა დანარჩენი ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან.

 

მათი კონტაქტები იდენტიფიცირებულია. ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის სამკურნალო ცენტრებში და მიმდინარეობს მათზე მკურნალობა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელი ასევე აცხადებს, რომ მომავალი კვირების თუ საქართველოში ვირუსის გავრცელების მსგავსი დინამიკა შენარჩუნდება, მდგომარეობა ჯანდაცვის სისტემისთვის სრულად მართვადი იქნება.

 

„თუ ზრდის ასეთ დინამიკას 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ და შემდგომ მე-6, მე-7 და მე-8 კვირას იქნება შემთხვევების 20-30-40 ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულად მართვადი იქნება.

 

ყველანაირად უნდა ვეცადოთ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას – იცით, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილია 6-პუნქტიანი შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქების გეგმა, რომელიც უკვე ყველა ქვეყანამ შეიმუშავა და მათ შორის საქართველომაც.

 

ეს ნიშნავს, რომ შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხრიდან მოხდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების იგნორირება.

 

ისევ და ისევ, მთავარი რეკომენდაციაა დარჩით სახლში, განსაკუთრებით ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. რაც მთავარია, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მივმართეთ ექიმს.

 

დარეკეთ 112-ში ან მიმართეთ ცხელების ცენტრებს, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა გახსნილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

ავტორი: Prime Time
X