fbpx
23:25 | 2020-11-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – ლევან რატიანი

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – ლევან რატიანი

„აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

ჩვენი გათვლებით, დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც გვყავს - პაატა იმნაძე
2020-11-24ჩვენი გათვლებით, დღეში 10 000-მდე ახალი ავადმყოფი მაინც გვყავს - პაატა იმნაძე

 

მისი თქმით, არჩევითად მკურნალობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ ამ სერვისს ვეღარ მიიღებენ.

 

ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის არარსებობის გამო. დღითიდღე იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

 

თუ ადამიანებმა არ შეიცვალეს ფსიქოლოგიური განწყობა და ისევ ისე, როგორც ვაკეთებდით, კონსერვატორიული მიდგომა, თუ არ აირჩია სახელმწიფომ, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა, როგორც 2X2=4-ია, აუცილებლად, ძალიან მალე ჩამოინგრევა.

 

ვიძახდი და გავიმეორებ, ჩვენც რესურსი გვაქვს, აუცილებლად დადგება მომენტი, საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, გარდაუვალია და აღნიშნულიდან გამომდინარე, მკურნალობა წავა არჩევითად, რაც ძალიან ცუდია და სულ ამაზე მტკიოდა გული, რომ ექიმობა თავის პრინციპს დაკარგავს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X