11:45 | 2020-05-04 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“ათი ადამიანი ვცხოვრობდით ერთ ოთახში” – სად არის და რას საქმიანობს ვერა ქობალია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია გუშინ “მარის ლაივის” კითხვებს პასუხობდა. სადაც მის ბავშვობაზე ისაუბრა.

 

ვერა ქობალია ოჯახთან ერთად, ახლა კანადაში ცხოვრობს. სადაც თვითიზოლაციაში მყოფი საოჯახო საქმეებით არის დაკავებული და ვარჯიშობს.

 

“ყველაფერში ძალიან ძლიერი ვარ, პირადი ურთიერთობების გარდა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ცხოვრებამ გამხადა ძლიერი, 7 სკოლა გამოვიცვალე, სანამ კანადაში ჩავედი. თავიდან ძალიან მიჭირდა ეს ყველაფერი.

 

სოხუმიდან როცა წამოვედით, ჯერ თბილისში გადმოვედით, ათი ადამიანი ერთ ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მშობლები არ გვაჩვენებდნენ, რომ ეს იყო სირთულე. მაშინ შემოვიდა “სნიკერსი” და “ტვიქსი”, ერთ „სნიკერსს“  გვყიდულობდნენ, ათ ნაჭრად ჭრიდნენ და ყველა ვიყოფით.

 

ეს ისეთი ბედნიერება იყო. ბევრად მეტი სიხარული მახსოვს იმ მომენტებიდან, ვიდრე ცხოვრების სხვა პერიოდიდან“ – აღნიშნა ვერა ქობალიამ.

 

ქობალიამ ასევე, გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

 

„მშობლები სულ სიკეთეს და სიმშვიდეს გვაჩვენებდნენ, სხვა ყველაფერი დროებითი და პირობითია. ინტროვენტი ადამიანი ვარ, ბევრს ვკითხულობ და ეს მოსკოვში დამეხმარა. ყოველთვის გარედან ვუყურებ სხვადასხვა მომენტებს. მოსკოვში როდესაც ვიყავი, იქ სულ სხვა სირთულეები შემხვდა. ბიჭებისთვის ბევრად რთული იყო იქ ყოფნა. ჩემს ირგვლივ ვისაც ვიცნობდი, ხშირად უწევდათ ჩხუბი მეტროში და ქუჩაში, არ გავიმეორებ ქართველებს რასაც ეძახდნენ რუსები.

ვინმეს თუ დაჭრიდნენ ან გაქურდავდნენ, „გრუზინ“ ამბობდნენ, მაგრამ მაინც არ მახსენდება ეს პერიოდი ცუდად“ – აღნიშნა ქობალიამ.

 

შეგახსენებთ, ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2010-2012 წლებში იკავებდა.

 

მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, 2012 წელს ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა.

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X