fbpx
15:12 | 2020-11-08 ავტორი: Prime Time

ათენში 50 წლის დამლაგებელი ქალი წამებით მოკლეს, მისი 15 წლის ქალიშვილი ამ დრომდე იძებნება

ათენში 50 წლის დამლაგებელი ქალი წამებით მოკლეს, მისი 15 წლის ქალიშვილი ამ დრომდე იძებნება

ბერძნული მედია შემზარავი მკვლელობის შესახებ იუწყება, რომელიც ათენში, აგია ვარვარას უბანში გუშინ მოხდა. ირკვევა, რომ გარდაცვლილია 50 წლის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე სახლში დამლაგებლად მუშაობდა. ამ დრომდე იძებნება მისი 15 წლის ქალიშვილი.

 

როგორ შეიტყო დის გარდაცვალების ამბავი შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგომ
2020-11-08როგორ შეიტყო დის გარდაცვალების ამბავი შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილმა გოგომ

 

ოფიციალური ცნობებით, ქალს ჭრილობები დანით სახისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. დაზიანებები მიანიშნებს, რომ ის მაშინვე არ გარდაცვლილა, დამნაშავეს არ უნდოდა მისი უბრალოდ მოკვლა, არამედ უნდოდა, რომ დატანჯულიყო. მსხვერპლი საძინებელ ოთახში დააბა და მას შემდეგ სასტიკად გაუსწორდა. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული ჩადენილია პირადი მოტივით და არის მისთვის კარგად ცნობილი ადამიანი, ვინაიდან სახლში ძალით შეჭრის კვალი არ ფიქსირდება.

 

50 წლის ქალბატონი საკუთარმა ბიძაშვილმა მოკლული გუშინ, 20:00 საათის შემდეგ იპოვა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

 

აგია ვარვარას მაცხოვრებლები მომხდარით შეძრულები არიან. მეზობლები ამბობენ, რომ ქალს ქმარი სულ მცირე ხნის წინ სიმსივნით გარდაეცვალა და მას შემდეგ გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და უთანხმოება ქალიშვილთანაც.

 

15 წლის გოგონას გასაზრდელად ის სახლებში დამლაგებლად მუშაობდა. არასრულწლოვანი უკვალოდ არის გამქრალი და პოლიციის მიერ იძებნება.

 

საქმეზე გამოძიება გრძელდება, პოლიცია დამნაშავეს ოჯახის ახლო წრეში ეძებს.

 

წყარო – georgians.gr

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X