13:06 | 2020-08-11 ავტორი: Prime Time

ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს – ვინ არის „სანდრიკა“?

ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს – ვინ არის „სანდრიკა“?

საბერძნეთში, ათენის მდიდრულ გარეუბანში ქართველი „კანონიერი ქურდი“ სანდრო ქურასბედიანი დააკავეს.

 

36 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ წრეებში „სანდრიკას“ სახელით იცნობენ. ბერძნული მედია, მას „მაფიის ერთ-ერთ ბოსად“ მოიხსენიებს.

 

ის „კანონიერ ქურდად“ 2004 წლის აგვისტოში 20 წლის ასაკში „მოინათლა“ კრიმინალური „გენერლების“ – შაქრო კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის და ვაჟა ბიგანიშვილის მიერ.

 

სანდრო ქურასბედიანი გახლავთ ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ალეკო ქურასბედიანის, იგივე „წრიპას“ ბიძაშვილი.

 

ქურსაბედიანის დაკავება ესპანეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ევროპული ორდერით მოხდა.

 

მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია
2020-05-30მასშტაბური რეიდი ქართველი „კანონიერი ქურდების“ საკანში - საბერძნეთის პოლიცია შოკშია

 

დაკავებისას ქურსაბედიანს საქართველოს მოქალაქის ყალბი პასპორტი, წიწაკის სპრეი და პისტოლეტი აღმოაჩნდა.

 

ის ესპანეთის მიერ ორგანიზებული დანაშაულის (თაღლითობა, ფულის გათეთრება) ბრალდებით იძებნებოდა.

 

კარგად ინფორმირებული ადგილობრივი წყაროების თანახმად, საბერძნეთში ამჟამად 100-ზე მეტი კანონიერი ქურდი ცხოვრობს.

 

აი, რას წერს პრესა მათ შესახებ:

 

„თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობის ზონა, თითოეული ხელმძღვანელობს „ოჯახს “და ჰყავს 10-დან 20-მდე დაქვემდებარებული. საერთო ჯამში, ეს არის ათასზე მეტი ადამიანისგან შემდგარი მთელი “არმია”.

 

მაფიის ჯგუფები აქტიურობენ ღამის კლუბებში ათენსა და სალონიკში.

 

ცნობილია, რომ იმავე უბანში, სადაც ჩვენი პუბლიკაციის ”გმირი” დააპატიმრეს, 2010 წელს გაიმართა შეხვედრა, სადაც „კანონიერმა ქურდებმა“ ხელი მოაწერეს ზავს და გავლენის სფეროები გადაინაწილეს საბერძნეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები