18:34 | 2021-02-11 ავტორი: Prime Time

ეს არის ნამდვილად უდიდესი ტრაგედია – თამარ ბარკალაია ქობულეთში 14 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს ეხმაურება

ეს არის ნამდვილად უდიდესი ტრაგედია – თამარ ბარკალაია ქობულეთში 14 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს ეხმაურება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ქობულეთში 14 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს ეხმაურება.

 

„მინდა გამოვეხმაურო ქობულეთში 14 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს და აღვნიშნო, რომ ეს არის ნამდვილად უდიდესი ტრაგედია. როდესაც ორი წლის წინ, ბავშვის უფლებათა კოდექსი შემოვიღეთ, ჩვენი სამინისტროს ფარგლებში ცალკე შეიქნა ზრუნვის სააგენტო, რომელიც მიმართულია ბავშვის დაცვაზე და იმ პირობებში, როდესაც ვძენთ მრავალფეროვნებას ბავშვზე ზრუნვის სერვისებს, ნამდვილად ტრაგიკულია, რომ თითოეულ ბავშვთან ვერ მივდივართ და შესაბამისი სერვისებით გაძლიერება ვერ მოხერხდა.

 

ბავშვი სახელწიფო მზრუნველობაში არ იმყოფებოდა, ნათესავებთან ცხოვრობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი წელი პასუხიმგებლობა არ ავიღოთ და არ უზრუნველყოთ თითოეული ბავშვი, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, მისთვის საჭირო და მხარდამჭერი გამაძლიერებელი სერვისებით.

 

ჩემს შვილს თითი არ დაუკარებია, ბაბუა თვრებოდა და ძალადობდა - რას ყვებიან ბრალდებულის მშობლები 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე
2021-02-11ჩემს შვილს თითი არ დაუკარებია, ბაბუა თვრებოდა და ძალადობდა - რას ყვებიან ბრალდებულის მშობლები 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე

 

 

მიგვაჩნია, რომ სერვისები უნდა გაიზარდოს, ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ხელმისაწვდომი თითოეული ბავშვისთვის და ოჯახისთვის, რომ იცოდნენ, სად ეძებონ ინფორმაცია და დახმარება.

 

პირველი და მნიშვნელოვანი, რაც ამ მიმართულებით ვითარდება, ეს არის ეგრეთ წოდებული ბარნაჰუსის  მოდელი, სადაც იქმნება სპეციალიზებული ცენტრი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვით, მოხდება როგორც გამოძიების, ასევე მხარდამჭერი სერვისების მიწოდება, რომელიც სჭირდება ტრავმაგამოცდილ ბავშვს“,- განაცხადა ბარკალაიამ.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X