fbpx
15:21 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

აჭარაში კორონავურისით 4 პაციენტი გარდაიცვალა – დეტალები

აჭარაში კორონავურისით 4 პაციენტი გარდაიცვალა – დეტალები

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების 4 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 82 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.

 

პაციენტს აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ 19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია და თანმხლები დაავადებები: თირკმლის ქრ. უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცავლა ორი პაციენტი. მათ შორის ერთი 62 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვ უკმა, შოკი, თირკმლის მწ უკმა, შაქრიანი დიაბერი ტიპი 2 და სიმსუქნე.

 

მეორე გარდაცვლილი პაციენტი 65 წლის ქალია, რომელსაც აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისო. პაციენტს ასევე, ჰქონდა თანმხლები დაავადებები:  ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

 

მეოთხე პაციენტი, 40 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცავალა. პაციენტს აღენიშნებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრული დამბლა.

ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X