18:41 | 2020-05-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აჭარაში კორონავირუსისგან ბოლო პაციენტები გამოჯანმრთელდნენ

აჭარაში კორონავირუსისგან ბოლო პაციენტები გამოჯანმრთელდნენ

აჭარაში ყველა კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა და რეგიონმა მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

თორნიკე რიჟვაძემ მედიკოსებს და უწყებათაშორის კომისიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მოსახლოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

 

„აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით. ახლა მთავარია, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები და შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. შესაბამისად უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ამოქმედება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

 

5 ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის ბოლო მონაცემები
2020-05-235 ახალი ინფიცირებული და 14 გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსის ბოლო მონაცემები

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 728 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 12 ადამიანი.

 

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3259 ადამიანი

 

სტაციონარში – 323 პაციენტს აკვირდებიან

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები