21:22 | 2020-03-15 ავტორი: Prime Time

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

მისი თქმით, ადამიანი პირდაპირ გადაიყვანეს კარანტინში, შესაბამისად, გავრცელების რისკები მინიმალურია.

 

„დღეს აჭარაში დაგვიდასტურდა იმპორტირებული დაინფიცირების პირველი შემთხვევა. მისი მდგომარეობა არის სტაბილური. მთლიანად მთავრობა მუშაობს იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც გვაქვს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ არ ავყვეთ პანიკას, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ყველანაირი ქმედითი ღონისძიება გატარებულია და შესაბამისად ჩვენ ამ გამოწვევას მოვერევით და ღირსეულად ვუპასუხებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თვითიზოლაციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არცერთ შემთხვევაში არ დაარღვიონ წესები და ამით საფრთხე არ შეუქმნან როგორც მათ, ასევე განსაკუთრებით სხვების ჯანმრთელობას. ამ ადამიანთან დაკავშირებით გატარებულია ყველა პროტოკოლური ღონისძიება. ეს ადამიანი პირდაპირ გადაიყვანეს კარანტინში, შესაბამისად, გავრცელების რისკები მინიმალურია“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

სავარაუდოდ, ინფიცირებული იმ ახალ 3 შემთხვევას შორისაა, რომელთა შესახებაც დღეს საღამოს გახდა ცნობილი, რადგან Stopcov.ge-ზე ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ 33 პირი რჩება.

 

კარანტინის რეჯიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 73.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X