13:00 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

აჭარაში კლასტერები აღარ არის, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა!

აჭარაში კლასტერები აღარ არის, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა!

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, ვირუსი საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელდა.

 

როგორც იგი ამბობს, დღეს დადასტურებული შემთხვევები უკვე შიდა გავრცელებაა.

 

“დადასტურდა 108 ახალი შემთხვევა. ჰოსპიტალებში არის 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. საკარანტინე კოვიდსივრცეში 97 უსინპტომო პირი. კლასტერული ხედვა აღარ არას, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა თქვენც. ყველა ფენაშია.

 

ქმარმა 32 წლის ცოლი მოკლა და გაიქცა
2020-09-14ქმარმა 32 წლის ცოლი მოკლა და გაიქცა

 

განათლენის სამინისტრომ გააკეთა აქტივობა, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაყრობის ისტორიია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან.სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო გარემო. ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდაგავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა“,-  განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები