12:04 | 2020-08-19 ავტორი: Prime Time

აჭარაში კაფეებში, რესტორნებში, კლუბებსა და სასტუმროებში დასაქმებულებს ინტენსიურ ტესტირება ჩაუტარდებათ

აჭარაში კაფეებში, რესტორნებში, კლუბებსა და სასტუმროებში დასაქმებულებს ინტენსიურ ტესტირება ჩაუტარდებათ

უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შავი ზღვისპირეთში კაფე-ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და სხვა სერვისებში დასაქმებული მოქალაქეები ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარებიან.

 

ამის შესახებ საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

 

ეს გადაწყვეტილება საბჭომ რისკების დაზღვევის მიზნით მიიღო, ვინაიდან აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადის მატების გამო, შესაძლოა დამატებითი შემთხვევები გამოვლინდეს.

 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგმება და ადამიანებს ნებაყოფლობით შეეძლებათ ტესტირების ჩატარება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები