12:41 | 2020-09-04 ავტორი: თეონა აბესაძე

აჭარაში 17 ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება

აჭარაში 17 ინფიცირებულს პნევმონია აღენიშნება

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, 17 ინფიცირებულ პაციენტს პნევმონია აღენიშნება. მისი თქმით, 40 პაიცენტის ჯანმრთელობის მდგომაროება არის მსუბუქი და უსიმპტომო.

 

„ამჟამად აჭარაში 58 კოვიდინფიცირებული პაციენტია. აქედან 40- მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მსუბუქი და უსიმპტომო. 17-ს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არა მძიმე. ერთი პაციენტი გახლავთ საყურადღებო.

 

კარვებში და პოლიკლინიკებში მიმდინარეობს ეს ბილო დღეები გაფართოებული ტესტირება. გუშინ წინ 2000-მდე ნიმუში იყო აღებული ამ ოთხ კარავში და ხუთ პოლიკლინიკაში. უმეტესი მათგანის კვლევა დასრულებულია.  დარჩენილია 300- მდე ნიმუში, რომელთა პასუხებსაც ველოდებით. აქედან გამოვლენილი გახლავთ ორი შემთხვევა, რომელიც პოლიკლინიკაში მიმართვით არის გამოვლენილი. ეს ამ ახალ 13 შემთხვევაში შედის.

 

გუშინ აღებული იყო 1000-ზე მეტი ნიმუში კარვებში და 500-ზე მეტი პოლიკლინიკებში. ეს კვლევები წინა აღნიშნული კვლევების დასრულების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება “საქართველოს ბანკს”, ერთი თანამშრომელია ინფიცირებული. ეს არის გადამოწმებული ინფორმაცია. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა, შესწავლა, განსაზღვრა სარისკო და მეორე რიგის კონტაქტების და მათი თანამშრომლების კვლევა დაწყებულია, პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თვითიზოლაციები განსაზღვრული აქვს პერსონალს რისკების მიხედვით.

 

ყველა დადასტურებული შემთხვევის უკან მიმდინარეობს კონტაქტების გაფართოებული კვლევა, ყველა კონტაქტის მოძიება, რომლის ნახვაც შესაძლებელია, ხდება მათი კვლევაც და იზოლაციის წესებზე დაქვემდებარება რისკების შეფასების შემდეგ. რაც შეეხება შემთხვევების მატებას, ამიტომაც დაიწყო როგორც კარვებში ტესტირება ინტენსიურად, ასევე მიღების საათებიც გაიზარდა, ჩაერთო პოლიკლინიკებიც, რადგანაც გვაქვს უკვე ჩვენ შემთხვევები, რომლებიც იყო გარეთ, არა კარანტინის სივრცეში, არა იზოლაციაში, ზუსტად ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოხდეს შესაძლო შემთხვევების გამოვლენა და ეს გაფართოებული ტესტირება ემსახურება ამას.

 

როგორც უკვე არაერთხელ იქნა გაცხადებული, დამატებითი შენზღუდავი ღონისძიებების გატარება ამ ეტაპზე არ იგეგმება. მაგრამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი გამკაცრდება”- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

 

 

ავტორი: ნარია ქობულაძე

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები