fbpx
21:18 | 2020-05-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს – ჯანდაცვის ექსპერტები

აშშ-ში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს – ჯანდაცვის ექსპერტები

აშშ-ში ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ მენეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის, შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.

 

მე რომ ცოცხალი ვარ, ეს პოლიციის დამსახურებაა - ძალადობის მსხვერპლი ქალი
2020-05-31მე რომ ცოცხალი ვარ, ეს პოლიციის დამსახურებაა - ძალადობის მსხვერპლი ქალი

 

ექსპერტები აქციის მონაწილეებს სამედიცინო ნიღბების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.

 

ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.

 

მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

X