18:33 | 2020-06-12 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი“კატალოგიდან ამოიღო

აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი“კატალოგიდან ამოიღო

აშშ-ში მიმდინარე რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, HBO Max-მა ფილმი „ქარწაღებულნი“ თავისი კატალოგიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

HBO Max-ის განცხადებით, 1939 წელს გადაღებული ფილმი „ქარწაღებულნი“ „წარსული დროის პროდუქტია“ და „ეთნიკურ და რასობრივ ცრურწმენებს“ ასახავს, რომლებიც წარსულშიც და ახლაც არასწორია.

 

HBO-ს განმარტებით, ფილმი სტრიმზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც მისი ისტორიული და ფაქტობრივი კონტექსტი განიხილება.

 

ასევე, სავარაუდოა, რომ მომავალში განხილვას ცნობილი ანიმაციური ფილმი „ტომი და ჯერი“ დაექვემდებაროს.

 

„ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-1865) პერიოდია ასახული და მას ხშირად აკრიტიკებდნენ მონობის რომანტიზებისთვის.

 

სხვადასხვა კატეგორიებში ფილმს 10 ოსკარი აქვს მოპოვებული. ასევე, ის პირველი ფილმია, რომელში მონაწილეობისთვისაც ოსკარი შავკანიანმა მსახიობმა დაიმსახურა – ჰეთი მაკდენიელმა აკადემიის ჯილდო ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო.

 

ფილმის კატალოგიდან ამოღების შემდეგ შემდეგ „ქარწაღებულნი“ გაყიდვების რეიტინგში არა მხოლოდ ამაზონზე, არამედ „ეფლსაი-თიუნსის“ ხუთეულშიც მოხვდა.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიციის ქმედებას შეწირული ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას, აშშ-ში არეულობა და პროტესტი მოჰყვა. აქციები ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

 

რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ვაშინგტონის საოლქო საბჭომ პოლიციის რეფორმის გეგმა დაამტკიცა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X