09:39 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველ სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდასტურდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ავრცელებს.

 

მეუფე საბას განცხადებით, ტესტი თავადაც ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

 

„მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენს ეპარქიაში. ნიუ-იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა. მინდა გითხრათ, რომ წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას“, – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბამ.

 

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში ვირუსი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ეპარქია კორონავირუსის პრევენციის მიზნით ერთ კვირაზე მეტია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ატარებს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X