fbpx
21:05 | 2020-05-31 ავტორი: ნინი ტაველიძე

აშშ-ში მამინაცვალი არასრულწლოვან გოგოზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა

აშშ-ში მამინაცვალი არასრულწლოვან გოგოზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა

აშშ-ში მამინაცვალი გოგონაზე 20 წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. გოგონას მისგან 9 შვილი შეეძინა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

 

როსალინა მაკგინისი 10 წლის იყო, როდესაც მისმა მამინაცვალმა პიეტემ მასზე სექსუალური ძალადობა დაიწყო. პიეტე 42 წლის იყო და ის როსალინას დედას სცემდა.

 

როსალინა 12 წლის იყო, როდესაც დედამ პიეტესთან ურთიერთობა დაასრულა.

 

შურისძიების მიზნით, პიეტემ როსალინა სკოლიდან მოიტაცა და მასზე დაქორწინდა. პიეტე როსალინაზე 20 წელი სექსუალურად ძალადობდა. გოგონას მისგან 9 შვილი შეეძინა.

 

ისინი ქალაქებს მუდმივად იცვლიდნენ, პიეტე როსალინას აიძლებდა იმიჯი გამუდმებით ეცვალა, რათა ვერავინ მიმხდარიყო ვინ იყო.

 

როსალინა
როსალინა

 

პიეტე როსალინას ეუბნებოდა, რომ თუ გაქცევას დააპირებდა, შვილებს მოუკლავდა.

 

როსალინა კეთილმა წყვილმა გადაარჩინა. როდესაც ის ერთ დღეს მაღაზიაში საჭმელს ყიდულობდა, რიგში მდგომმა წყვილმა როსალინა შენიშნა. მათ საეჭვოდ მოეჩვენათ, რომ ამ ხნის გოგონას ამდენი ბავშვი ჰყავდა და მისი ქმარი ასეთი ხნიერი იყო.

 

პიეტე
პიეტე

 

ეს კეთილი წყვილი როსალინას გაქცევაში დაეხმარა. პიეტე კი მოგვიანებით პოლიციამ დააკავა. ახლა როსალინა მისურში თავის შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრობს.

 

პენსილვანიაში ქალი, დახმარება რომ მიეღო, გარდაცვლილ ბებიას მაცივარში 16 წელი ინახავდა
2020-05-31პენსილვანიაში ქალი, დახმარება რომ მიეღო, გარდაცვლილ ბებიას მაცივარში 16 წელი ინახავდა
ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X