13:40 | 2020-06-11 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გადაცდა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს გადაცდა

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიციების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს, დაღუპულების კი – 112 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ reuters იუწყება.

 

კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია - კვლევა
2020-04-29კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლია - კვლევა

 

სააგენტო წერს, რომ 5-კვირიანი კლების ტენდენციის შემდეგ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიციების შემთხვევების მატება შეინიშნება.

 

ექსპერტები შემთხვევების ზრდას სამ ფაქტორს უკავშირებენ:

 

ტესტირებების ჩატარების მასშტაბის ზრდას, ქვეყნის ყველა შტატში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის გახსნასა და აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციებს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +