
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Regeneron-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე საგანგებო ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ი ავრცელებს.
პრეპარატი, რომელიც COVID-19-ის ანტისხეულების ნაზავს წარმოადგენს, გამოიყენება 12 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის, ვისაც დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმა აღენიშნება და მდგომარეობის გაუარესების რისკი არსებობს.
ამასთან, პრეპარატის გამოყენება აკრძალულია ჰოსპიტალიზირებულ და ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებზე.
Regeneron-ის პრეპარატი მონოკლონური ანტისხეულების ორ სახეობას შეიცავს.
კომპანია რომელიც რეგენერონს ამზადებს, აცხადებს, რომ თვის ბოლოს დაახლოებით 80,000 პაციენტისთვის საკმარისი დოზა ექნებათ, იანვრის ბოლოს კი – 300,000.
სწორედ ამ „კოქტეილით“ უმკურნალეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც მისი ეფექტიანობა დადებითად შეაფასა.