fbpx
18:50 | 2021-01-02 ავტორი: ამუკა ქორიძე

აშშ-ში, კლინიკის თანამშრომელს Covid -19-ის ვაქცინების განადგურებაში ადანაშაულებენ

აშშ-ში, კლინიკის თანამშრომელს Covid -19-ის ვაქცინების განადგურებაში ადანაშაულებენ

უისკონსინის, მილვუაკის კლინიკაში, ხუთშაბათს ფარმაცევტი ქალი დააკავეს. მას Covid – 19-ის 57 ფლაკონის გამიზნულად აღება ედება ბრალად. აღნიშნული მიზეზის გამო, კლინიკას 550-ზე მეტი ვაქცინის დოზის გადაყრა მოუწია. ინფორმაციას BuzzFeed News ავრცელებს.

 

წყაროს მიხედვით, კლინიკა – Aurora Health Care-ის სამედიცინო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა – ჯო ბაჰრმა განაცხადა, რომ განადგურებულ დოზებში Moderna-ს ვაქცინა იყო. აღნიშნული შრატი აშშ-ში, შენახვის სპეციალური პირობების დაცვით იყო შეტანილი. ვაქცინის მაცივრის ტემპერატურაზე შენარჩუნება 30 დღემდეა შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში, ვაქცინა ვარგისიანობის უნარს კარგავს. რაც შეეხება ფლაკონების ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებას, მსგავს შემთხვევაში იგი მხოლოდ, ნახევარ დღეს ძლებს.

 

ხელისუფლებამ დააზუსტა, რომ დამნაშავეს ვაქცინის კაფსულები სპეციალური პირობებიდან განზრახ ჰქონდა გადმოღებული. მიზეზი უცნობია.

 

ინფორმაციის მიხევით, ინციდენტის გამო, 8 000-დან 11 000 აშშ დოლარამდე ღირებულების ვაქცინის დოზებია განადგურებული.

 

აღსანიშნავია, რომ მედია დამნაშავის ვინაობას არ ავრცელებს. ამ დროისთვის, ბრალდებული ციხეში იმყოფება.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X