fbpx
08:32 | 2020-04-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში ერთ დღეში Covid-19-ით 1922 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ერთ დღეში Covid-19-ით 1922 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით 1922 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN წერს. ეს მაჩვენებელი აშშ-ისთვის რეკორდულია. საერთო ჯამში, 9 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 817-ს მიაღწია.

 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ნიუ-იორკში, სადაც გასული დღე ღამის განმავლობაში 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობითაც გლობალური ლიდერია, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 432 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 23 906 პაციენტი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X