09:03 | 2020-04-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში Covid-19-ით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

აშშ-ში Covid-19-ით ინფიცირებული ცოლ-ქმარი 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალა

ამერიკელი ცოლ-ქმარი სტიუარტ და ედრიან ბეიკერები ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 6 წუთის სხვაობით გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

გამოცემა წერს, რომ წყვილმა, რომელიც 51 წლის წინ დაქორწინდა, ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს ჯერ კიდევ 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა ისინი ორჯერ გააბრუნეს სახლში.

 

შემდეგ 74 წლის სტიუარტის მდგომარეობა გართულდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შემდეგ საავადმყოფოში 72 წლის ედნრიანიც მოათავსეს, თუმცა წყვილის მდგომარეობა მალევე მძიმდებოდა.

 

სტიუარტი და ედრიანი საავადმყოფოდან ჰოსპისში გადაიყვანეს, სადაც ისინი ერთმანეთის მიყოლებით, 6-წუთიან ინტერვალში გარდაიცვალნენ.

 

ბოლო მონაცემებით აშშ-ში ახალი კორონავირუსით 337 635 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ 9647-ს მიაღწია. ამასთან გამოჯანმრთელდა 17 530 პაციენტი.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X