20:45 | 2020-05-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აშშ-ში CoViD-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათას გადააჭარბა

აშშ-ში CoViD-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათას გადააჭარბა

აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000 გადააჭარბა.ამ დროისთვის ქვეყანაში 1.7 მილიონზე მეტი ინფიცირებულია.

 

worldometers-ის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამერიკაში 465,673 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ამ კვლევამ შესაძლოა კორონავირუსზე თქვენი წარმოდგენა შეცვალოს - სეზონური გრიპი უფრო საშიშია?
2020-05-26ამ კვლევამ შესაძლოა კორონავირუსზე თქვენი წარმოდგენა შეცვალოს - სეზონური გრიპი უფრო საშიშია?

 

აღსანიშნავია, რომ ამერიკა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენბობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოჰყვება ბრაზილია (376,669), რუსეთი (362,342) და ესპანეთი (282,480).

 

26 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით 5,6 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 348,768 გარდაიცვალა, ხოლო 2,393,800პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

COVID19-ის გავრცელების სისწრაფე

 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 აპრილს 1 მილიონს გადააჭარბა. კიდევ ერთი მილიონის დაინფიცირებას კი მხოლოდ 13 დღე დასჭირდა და 15 აპრილს უკვე 2 მილიონი ინფიცირებული იყო.

2 აპრილს – 1 მილიონი

 

9 აპრილს – 1.5 მილიონი

 

15 აპრილს – 2 მილიონი

 

27 აპრილს – 3 მილიონი

 

10 მაისი  – 4 მილიონი

 

20 მაისი -5 მილიონი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

X