09:23 | 2020-04-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ today-წერს.

 

მომხდარს შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

 

„დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. 6 კვირის ასაკის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად ძშემზარავი ფაქტია“, – დაწერა გუბერნატორმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები