18:06 | 2020-04-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აშშ საქართველოს მაღალი ხარისხის 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს

აშშ საქართველოს მაღალი ხარისხის 2000 სწრაფ ტესტს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 000 ერთეული მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა.

 

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

 

ამასთან, ელჩის თქმით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამანტი აპირებს შეისყიდოს 100,000 ლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული აღჭურვილობის მწარმოებელი ქართული კომპანიაა.

 

„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100,000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას.

 

ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომლებიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს.

 

ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია“, – ამბობს კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში.

 

აშშ-ს ელჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა კრიზისის მართვისას.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X