11:26 | 2020-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ საქართველოს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1, 7 მილიონი დოლარით ეხმარება

აშშ საქართველოს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში 1, 7 მილიონი დოლარით ეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონ 700 ათასი დოლარით ეხმარება.

 

შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნის დაფინანსების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის გამოყოფილი თანხა ძირითადად ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, შემთხვევების გამოვლენას, საპასუხო ზომებისა და საჭირო ტექნიკური ექსპერტების მომზადებას მოხმარდება.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შტატებისგან 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება მიიღო.

 

ამ თანხიდან 139 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის გამოიყო

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X