20:35 | 2021-05-29 ავტორი: Prime Time

აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედროების წინაშე მუხლი მოიდრიკა (ვიდეო)

აშშ-ს პრეზიდენტმა სამხედროების წინაშე მუხლი მოიდრიკა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ლენგლის საჰაერო ძალების ბაზაზე სამხედროებთან შეხვედრისას მუხლი მოიდრიკა.

 


როგორც ვიდეო კადრებში ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯარისკაცებს რამდენიმე წამით ესაუბრა, შემდეგ კი მობრუნდება და მუხლი მოიდრიკა.

 

პოლიტიკოსი გვერდით მდგომ სკამს დაეყრდნო. როგორც კი ფოტოგრაფებმა რამდენიმე კადრი გადაიღეს, იგი წამოდგა და საუბარი განაგრძო.

 

რატომ დაუპირისპირდა მმართველ გუნდს - დღეს გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა
2021-05-29რატომ დაუპირისპირდა მმართველ გუნდს - დღეს გიორგი გახარიამ გადადგომის მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა მუხლი საჯაროდ მოიდრიკა. პირველად მან ეს 2020 წლის ივლისში, პენსილვანიის შტატში, საპროტესტო აქციის დროს გააკეთა.

 

ნახეთ ვიდეო

 

 

ავტორი: Prime Time


X