fbpx
17:19 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

აშშ-ს მოქალაქე ქობულეთში კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს

აშშ-ს მოქალაქე ქობულეთში კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვს
აშშ-ის მოქალაქე ხათუნა ბრეიზელი- წერეთელი ქობულეთში კუთვნილი ქონების დაბრუნებისა და მართლზომიერ საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. მისი განცხადებით, 15 წელია სამართალს უშედეგიდ ეძებს.
2005 წლიდან ვეძებ სამართალს არამარტო მე, ცხრა ოჯახი ერთად. წლების წინ ჩემი ქონება აღმოჩნდა ყაზახურ ბანკში (BTA) იპოთეკით დატვირთული. ეს მიწის ნაკვეთი განლაგებულია 31 ათას კვ. მ.- ზე, რომელიც მდებარეობს ქობულეთში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების შუალედში, ყაზბეგის მონაკვეთში.
ჩემი საკომლო წიგნის მონაცემებით, ხოშნეთ წერეთელის ანუ მამას ბებიას სახელზე არის 10 ათასი კვ.მ. მიმდინარეობდა წლების მანძილზე გაყალბება, რადგან 1880 წლიდან არ არსებობს არანაირი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც უჩვენებს, რომ ეს მიწა იყო წართმეული ან ჩამორთმეული ოდესმე.
გაყალბება მოხდა 2006 წელს იპოთეკაში ჩაიდო მიწა და მხოლოდ 2008-ში დარეგისტრირდა. როგორ ჩაიდო, თუ დარეგისტრირებული არ იყო? ანუ აჭარის კურორტებმა, რომელიც ეკუთვნის აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, დატვირთა იპოთეკით.
2018 წლის იანვარში აღმოვაჩინე, რომ 23 ათასი კვ.მ გადაუციათ კურორტების დეპარტამენტისთვის, 8 ათასი კვ.მ ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის. მივმართეთ ქობულეთის მერს, გვეუბნება ეს მისი კომპეტენცია არ არის. როდესაც ჩაიდო იპოთეკაში, 31 ათასი კვადრატული კი არ არის მითითებული აჭარის კურორტებზე.
მითითებულია მხოლოდ 5 ათას პლიუს კვადრატული მეტრი. არსებობს 117-ე დადგენილება. ეს დადგენილება უჩვენებს იმას, 2005 წლის დეკემბრის დადგენილებით, სახელმწიფოს კუთვნილება იყო მიწის მხოლოდ ის ნაწილი, რაზეც ადრე სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობა იყო, მხოლოდ იმას და ეს იყოხოლოდ 1229 კვადრატული. და არა 31 ათასი კვ.მ. ანუ კომუნისტების დროს აქ პატარა ტურბაზა იყო.
შარშან კანონის დარღვევით მოხდა იუსტიციის სახლის გადმოტანა ჩემ მიწაზე. ამბობენ, ეს მიწა იყო სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ქალაქ ქობულეთში მიწები არ არის სასოფლო დანიშნულებისაა. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო, გეკითხებით, სასოფლო მიწაზე იუსტიციის სახლი როგორ ააშენეს? ეს აბსურდია.
ცენტრალური საარქივო სახლიდან თბილისში, მე და ჩემს ადვოკატზე გაცემულია დადებითი პასუხი თავიდან, რომ ნამდვილად ჩემი დიდი ბებია იყო საკომლოს უფროსი. ერთი იძახის არსებობს, მეორე არა. საჯარო რეესტრს ორი საარქივო აქვს? როცა 2018 წელს ჩამოვედი ამერიკიდან, გავარკვიე, რომ ყოფილ ადვოკატს ეს მიწები შეუტანია ერთიდაიგივე სარეგისტრაციო ნომრით.
თუ კომისია ამბობს, ადვოკატმა შეგვიყვანა შეცდომაშიო, თვითონ ხომ უნდა სცოდნოდა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმე არის პროკურატურაში. მალე გადაეცემა აჭარის პროკურატურას. დღეს გვქონდა მშვიდობიანი გამაფრთხილებელი აქცია. 80- მდე ადამიანი შევიკრიბეთ. იმედს ვიტოვებ, სამართლიანობა აღდგება“, –  აცხადებს ხათუნა ბრეიზელი-წერეთელი.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მასზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი.
„მოქალაქე ხათუნა ბრეიზელს მომართული აქვს 2018 წელს, მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის , ქალაქ ქობულეთში 9 აპრილის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების თაობაზე.
თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წელს განიხილა აღნიშნული საკითხი და კომისიის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებაზე უარი ეთქვა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მასზე განთავსებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი. მოქალაქეს უფლება აქვს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, – აცხადებენ ქობულეთის მერიაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X