fbpx
14:53 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

აშშ-ს ელჩი მეუფე ნიკოლოზს შეხვდა – რაზე ესაუბრა კელი დეგნანი ახალქალაქის მიტროპოლიტს

აშშ-ს ელჩი მეუფე ნიკოლოზს შეხვდა – რაზე ესაუბრა კელი დეგნანი ახალქალაქის მიტროპოლიტს

გუშინ აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა საელჩოში ახალქალაქის, კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტ ნიკოლოზს (ფაჩუაშვილი) უმასპინძლა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

 

„მათ ელჩის სამცხე-ჯავახეთის ვიზიტი და ის მრავალმხრივი ურთიერთობა განიხილეს, რომელიც საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას აკავშირებთ, მათ შორის სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X