13:18 | 2020-09-19 ავტორი: Prime Time

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ გინსბურგი გარდაიცვალა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ გინსბურგი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში, პარასკევს ღამით, სიმსივნით გარდაიცვალა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, რუთ ბადერ გინსბურგი. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

იგი ერთ-ერთ ლიბერალ მოსამართლედ ითვლებოდა, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა. გინსბურგი აშშ-ის ისტორიაში იყო მეორე ქალი , რომელიც გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 27 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბოლო რამდენიმე წელი მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა.

 

რუთ ბეიდერ გინბურგი 1933 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და იურიდიული განათლება ჰარვარდში მიიღო, სადაც 500 კაცს შორის ერთადერთი ქალი იყო. სქესობრივი დისკრიმინაციის გამო დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურ სამსახურში ვერ საქმდებოდა. 1972 წელს მან ქალთა უფლებების დაცვისთვის ჩამოაყალიბა ორგანიზაცია Women’s Rights Project.

 

გინსბურგს არ მოსწონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა. იგი ამბობდა, რომ არ სურდა გარდაცვალება მანამ, სანამ ამ პოსტს ტრამპი იკავებდა. თუმცა გარდაცვალების შემდეგ თვითონ დონალდ ტრამპმა გინსბურგს „კანონის ტიტანი” და „ბრწყინვალე გონება” უწოდა.

 

„დღეს ერი გლოვობს კანონის ტიტანის გარდაცვალებას, მისი მოსაზრებები, მათ შორის ცნობილი გადაწყვეტილებები ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის შესახებ, იყო ინსპირაცია ყველა ამერიკელისათვის და ბრწყინვალე გონების იურისტების თაობებისთვის” – დაწერა დონად ტრამპმა რუთ გინსბურგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

 

რუთ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე 1993 წლის 14 ივნისსს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა წარადგინა. იგი ცნობილი იყო თავისი ლიბერალური შეხედულებებით და გადაწყვეტილებებით.

 

უზენაესი სასამართლოს წევრებს პრეზიდენტი უვადო ვადით ნიშნავს და შესაბამისად, წევრობა სრულდება მოსამართლის საკუთარი გადადგომით, ან გარდაცვალებით.

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები