
ხშირად ამბობენ, რომ დიდი ძალაუფლება დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მოდის, თუმცა სარგებელიც საკმაოდ დიდია.
შეერთებული შტატების კანონმდებლობით, აშშ-ს პრეზიდენტი, როგორც თანამდებობაზე ყოფნისას, ასევე ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელფასის სახით წელიწადში 400 000 დოლარს უნდა იღებდეს. ამასთან, ეხსნება პირადი მოგზაურობისთვის ანგარიში, რომლის ლიმიტი 100 000 დოლარია. უნდა აღინიშნოს, 19 000 დოლარიანი ფულადი დანამატიც, რომელიც მხოლოდ „გართობისთვისაა“ განკუთვნილი. ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.
PrimeTime იმ ბენეფიტებზე გიამბობთ, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტები იღებენ.
თეთრ სახლში ცხოვრება
1972 წლიდან, ექვსსართულიანი რეზიდენციის ჭერქვეშ 45 პრეზიდენტი ცხოვრობდა, რომელთა რიგს ჯო ბაიდენი სახით, ძალიან მალე 46-ეც დაემატება. 132 ოთახიან სასახლეს სპორტული და ბოულინგის დარბაზები, ტენისის კორტი, საცურაო აუზი და შოკოლადის მაღაზიაც კი გააჩნია. არადა, ბევრისთვის თეთრი სახლი მხოლოდ ოვალურ კაბინეტთან ასოცირდება. ეს ასე სულაც არაა.
საპრეზიდენტო ავეჯი
პრეზიდენტს თავის ოჯახთან ერთად 100 000 დოლარი გამოეყოფათ დეკორაციების ადგილების შეცვლისთვის.
NBC News-ის წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ, თეთრი სახლის რემონტსა და ავეჯში 1.75 მილიონი დოლარი გადაიხადა – თავის ჯიბიდან თუ სახელმწიფო ბიუჯეტით, ამის შესახებ წყარო არაფერს ამბობს.
საინტერესოა ისიც, რომ ობამების ოჯახმა თავიანთი ხარჯებით – 1.5 მილიონ დოლარად გაარემონტეს და გადაანაცვლეს ავეჯი.
თეთრი სახლის მცხოვრებლები რეზიდენციის ბაღში მოყვანილ ხილს და ბოსტნეულსაც ჭამენ
ტრადიციას მიშელ ობამამ ჩაუყარა საფუძველი, რომელიც შემდეგ მელანია ტრამპმა გააგრძელა. როგორც წესი, პრეზიდენტის მეუღლე, სკოლის მოსწავლეებს ბაღში მასპინძლობს, სადაც ისინი ჯერ ერთად ამუშავებენ ნიადაგს, შემდეგ კი მცენარეებს რგავენ.
პრეზიდენტის ოჯახს საჭმელს გამოცდილი და ნიჭიერი მზარეულები უმზადებენ
თეთრი სახლში კინოთეატრიც აქვთ
ფრანკლინ რუზველტმა, თავისი პრეზიდენტობის დროს რეზიდენციის ერთ-ერთი ოთახი, 51 ადგილიან სახლის კინოთეატრად გადააკეთა.
Camp David
თუ პრეზიდენტს თეთრი სახლიდან გასვლა და ცოტა ხნით სხვაგან ცხოვრება, მუშაობა მოუნდება, შესაძლებლობა აქვს Camp David-ში გადავიდეს. მერილენდში, კატოკტინის მთის პარკში, ერთ-ერთი საპრეზიდენტო სახლი, 1930 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტების „თავშესაფარია“.
პრეზიდენტის განკარგულებაშია Air Force One
ბოინგი 747-200B აშშ-ის პრეზიდენტების საკუთრებაა. 370 მეტრზე დიდი სივრცის მქონე თვითმფრინავს, სამედიცინო განყოფილება და 100 ადამიანის ერთდროულად გამოკვების შესაძლებლობა გააჩნია.
ვერტმფრენი – Marine One ფრენებისას, უსაფრთხოების გამო თითქმის ყველგან დაჰყვება პრეზიდენტს. შეიარაღებული თვითმფრინავი, საათში 150 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.
დაცვა და ესკორტი
პრეზიდენტი და მისი ოჯახი, თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, მუდმივად დაცულია. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის შვილები დაცულნი 16 წლამდე არიან.
ჯანდაცვა
თეთრ სახლს თავისი კლინიკა და კვლევითი ოთახები აქვს. სამედიცინო სივრცე უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, სამხედრო ექიმები კი ყოველთვის მზად არიან შესაბამისი დახმარება გაუწიონ პრეზიდენტის ოჯახს.
ამერიკული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის კორონავირუსზე მკურნალობა დაახლოებით 650 000 დოლარი დაჯდა.
პენსია
აშშ-ის პრეზიდენტებს მაღალი საპენსიო ანაზღაურება გააჩნიათ. მაგალითისთვის, ბარაკ ობამამ 2017 წელს 207 800 აშშ დოლარი პენსიის სახით აიღო.